მთავარი| სტატიების კატალოგი| ჩემი პროფილი | რეგისტრაცია| გამოსვლა | შესვლა
მოგესალმები სტუმარი  RSS
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
გვერდის კატეგორია
სიწმინდ. და წმინდ. [4]
საქ. ტაძრები [4]
ტაძრის მშენებლობა [0]
ძებნა
სტატისტიკა

ონლაინშია სულ: 1
სტუმრებიდან: 1
მომხმარებლებიდან: 0
მომხმარებლები
სტუმრები
მთავარი » სტატიები » სტატიები » სიწმინდ. და წმინდ.

  • მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 4
    ნაჩვენებია მასალა: 4-4
    გვერდები: « 1 2 3 4

               ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი

    მონასტრის ერთ-ერთ სიწმიდეს წარმოადგენს ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. ხატს კომუნისტების დროს საავადმყოფოდ გადაკეთებულ მონასტერში რენტგენის კაბინეტში მაგიდად იყენებდნენ. ღვთისმშობელი ერთ ექიმ ქალს გამოეცხადა და ხატის თავის ადგილზე გადასვენება უბრძანა. ერთხელ ერთმა ურწმუნო ადამიანმა ამ ხატის შეურაცხყოფა სცადა და დანით დაუსერა სახე, რისთვისაც მკაცრად დაისაჯა და სრულიად ჯანმრთელი მოულოდნელად გარდაიცვალა.

     

                          წმიდა ნინოს საფლავი

                      

    წმიდა ნინო ბოდბეში გარდაიცვალა, სწორედ იმ ადგილზე, რომელიც უფალმა წინასწარვე გამოარჩია მისთვის სათნოდ. მეფე მირიანმა სვეტიცხოველში, მაცხოვრის კვართთან ახლოს მოისურვა მისი გადასვენება, მაგრამ ორასმა კაცმა ძვრა ვერ უყო წმიდანის მცირე სარეცელს და იქვე, ბოდბეში, დაკრძალეს. დამწუხრებული მეფე თავის სამეფოსთან ერთად ოცდაათი დღე გლოვობდა „სიობლესა თვისსა". საფლავთან ხალხიც დიდძალი შეკრებილიყო, რადგან მრავალი კურნება აღესრულებოდა ქრისტეს მადლით. პირველი ტაძარიც წმიდა ნინოს ლუსკუმაზე, „ფრიად დიდი" და „ყოვლითა სამკაულითა" შემკული, სწორედ მეფე მირიანმა ააგო. გარდაცვალების წინ კი ანდერძად დაუტოვა ნანა დედოფალს: „შენ, ნანა, თუ დაგცალდა, ჩემი სიკვდილის შემდეგ, სამეფო განძი ორად გაყავი და ერთი ნაწილი წმიდა ნინოს საფლავს შესწირე, რათა უკუნისამდე შეუძვრელად ეგოს ეს ადგილი", მთავარეპისკოპოსს კი მეფე ევედრა, განედიდებინა ბოდბე, რადგან პატივი შვენოდა ამ ადგილს.

    XIX საუკუნის 80-იან წლებში ცნობილმა ჰაგიოგრაფმა და ხატმწერმა მიხეილ საბინინმა წმიდა ნინოს საფლავის ძველი ქვა მარმარილოს ლუსკუმით შეცვალა.

                            წმიდა ნინოს წყარო

    წმიდა ნინოს წყარო მონასტრიდან დაახლოებით 3 კმ-ში მდებარეობს. გადმოცემის მიხედვით, ის წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა. ამიტომაც ეწოდება წმიდა ნინოს წყარო. ამ წყალში განბანვის შემდეგ უამრავი სულიერად და ფიზიკურად დავრდომილი ადამიანი განკურნებულა.

    წყაროსთან აშენებულია წმიდა ნინოს მშობლების - წმიდათა ზაბულონისა და სოსანას სახელობის მცირე ეკლესია.

    წმიდათა ზაბულონის და სოსანას სახელობის
    ეკლესიის მოხატულობა

    სიწმინდ. და წმინდ. | ნანახია: 574 | დაამატა: გელა | თარიღი: 17.02.2014 | კომენტარი (0)

    1-1 2-2 3-3 4-4