მთავარი| სტატიების კატალოგი| ჩემი პროფილი | რეგისტრაცია| გამოსვლა | შესვლა
მოგესალმები სტუმარი  RSS
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
გვერდის კატეგორია
სიწმინდ. და წმინდ. [4]
საქ. ტაძრები [4]
ტაძრის მშენებლობა [0]
ძებნა
სტატისტიკა

ონლაინშია სულ: 1
სტუმრებიდან: 1
მომხმარებლებიდან: 0
მომხმარებლები
სტუმრები
მთავარი » სტატიები » სტატიები » სიწმინდ. და წმინდ.

  • მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 4
    ნაჩვენებია მასალა: 2-2
    გვერდები: « 1 2 3 4 »

    იესო ქრისტეს 12 მოწაფე – მოციქული

    1. პეტრე – სვიმონი;

    2. ანდრია – პირველწოდებული;

    3. იაკობი – ზებედეს-ძე;

    4. იოანე – ღვთისმეტყველი;

    5. ფილიპე – ფილიპე;

    6. ბართლომე – ნათანაელი;

    7. თომა – დიდიმი ანუ ტყუპისცალი;

    8. მათე – ლევი;

    9. იაკობი – უმცროსი;

    10. სიმონ კანანელი – სიმონ ზელოტე;

    11. თადეოზი – იუდა;

    12. იუდა ისკარიოტელი – გამცემი.
    იესომ მიატოვა ნაზარეთი და კაპერნაუმში დაიდვა ბინა, გენესარეთის ტბის პირას, გალილეაში. ასე აღსრულდა ესაიას წინასწარმეტყველება: ,,ზებულუნის მიწა და ნეფთალის მიწა, ზღვისპირა გზა იორდანეს გაღმით, წარმართთა გალილეა. ხალხმა, რომელიც ბნელში ისხდა, იხილა დიდი ნათელი, ჩრდილის ქვეყანაში მსხდომთ ნათელი ამოუბრწყინდათ". იმ დროიდან დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: ,,მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი." მრავალ ადამიანს ასწავლიდა იესო და სნეულებათაგან კურნავდა. იესომ ამოირჩია 12 მოწაფე, რათა მასთან ყოფილიყვნენ მუდამ და განსაკუთრებულად ასწავლიდა მათ. აი, ამ მოწაფეთა სახელები: სიმონი (პეტრე), ანდრია, იოანე, იაკობი, ფილიპე, ბართლომე (ნათანაელი), მათე (ლევი), თომა, იაკობ ალფესი, თადეოზი (იუდა იაკობისი), სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი. ყველა ისინი უბრალო ხალხიდან გამოვიდნენ, მაგრამ უფალმა მათ ბედნიერება არგუნა _ მეგობრები და მოწაფეები ყოფილიყვნენ იესო ქრისტესი _ ღვთის ძისა.

    ანდრია და მისი ძმა სიმონ_პეტრე გალილეის ზღვაზე თევზს იჭერდნენ. ქრისტემ მოიხმო ისინი და უთხრა: ,,მომყუვით მე და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ". ეს ნიშნავდა, რომ კაცთა ხსნასა და ჭეშმარიტებასთან მიყვანას ასწავლიდა. მათ ბადეები მიატოვეს და გაჰყვნენ. შემდეგ იესომ ზებედეს ძენი: იაკობი და იოანე მოიხმო, რომლებიც ნავში ისხდნენ მამასთან ერთად და გაჰყვნენ. ასევე უსიტყვოდ გაჰყვნენ სხვა მოწაფეებიც, როგორც კი მოუწოდა მათ იესომ. მან ისინი საქადაგებლად დაგზავნა და სნეულთა განკურნების ხელმწიფება და უწმინდურ სულთა განდევნის ძალი მისცა.

    სიწმინდ. და წმინდ. | ნანახია: 478 | დაამატა: გელა | თარიღი: 24.02.2015 | კომენტარი (0)

    1-1 2-2 3-3 4-4