სტატიების კატალოგი| ჩემი პროფილი | რეგისტრაცია| გამოსვლა | ინფორმაცია საიტზე | შესვლა
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Гости" | RSS
          
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
საიტის საათი
გვერდის კატეგორიები
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ გვარიშვილობის საიტი?
სულ პასუხი: 14
სტატისტიკა

ონლაინშია სულ: 121
სტუმრებიდან: 121
მომხმარებლებიდან: 0
მომხმარებლები
სტუმრები
მასალის რაოდენობა კატეგორიაში სულ: 4
ნაჩვენებია მასალა: 2-2
გვერდები: « 1 2 3 4 »

დალაგება: ნახვებით

 კლდის უბნის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი თბილისის ძველ უბანში, სოლოლაკში მდებარეობს.

კლდის უბნის წმიდა გიორგის ეკლესიაძველ წყაროთა ცნობით, წმ. გიორგის ეკლესია მეფე ვახტანგ გორგასლის მიერაა დაარსებული და "დედაციხის ეკლესიად” იწოდებოდა.

უძველესმა ტაძარმა კომუნისტური რეჟიმის დროს ბევრ შეურაცხყოფას გაუძლო. ჯერ სამკერვალოდ გადააკეთეს, შემდეგ – კრივის დარბაზად, მერე – ქათმების ფერმად…

ტაძარი ხელახლა 1991 წლის 23 ნოემბერს იკურთხა. 2002 წლიდან მსახურებისთვის მღვდელი (ამჟამად დეკანოზი) მიქაელ კაპანაძე მივიდა და ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყო ყველაფერი.
ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. აღმოჩენილი იქნა უძველესი სამარხები. ამჟამად, მრევლის დახმარებით, მიმდინარეობს ტაძრის მოხატვა.

კლდის უბნის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ კაპანაძე:

"არსებობდა მოსაზრება, რომ ტაძარი XVI საუკუნეში იყო აშენებული, თუმცა ამის დამადასტურებელი მასალები არ არსებობდა. ეს გახლდათ ზეპირი გადმოცემა.

 

კლდის უბნის წმიდა გიორგის ეკლესია რამდენიმე წლის წინ ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები და საკურთხეველში ნალისებური საკურთხეველი აღმოვაჩინეთ. გარეთა მხარე ოთხკუთხედი იყო, მაგრამ შიდა მხარე ნალისებური გახლდათ. აქედან გამომდინარე დამტკიცდა, რომ ტაძარი V-VII საუკუნეებს მიეკუთვნება.

ტაძარი ბაზილიკის ტიპის ნაგებობაა. სავარაუდოდ, XVI საუკუნეშია განახლებული.”

ტიპიკონის მიხედვით, ღვთისმსახურება ყოვლედღე აღევლინება:

ორშაბათი – წმ. პანტელეიმონ მკურნალის პარაკლისი

სამშაბათი – ღვთისმშობლის პარაკლისი

ოთხშაბათი – წმ. ნიკოლოზი და წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი

ხუთშაბათი – წმ. გიორგის პარაკლისი

პარასკევი-შაბათი – მიცვალებულთა მსახურება

შაბათ-კვირა – ჩვეულებრივი მსახურება

წმ. გიორგის სახელობის ტაძარში სამი მოძღვარი მსახურობს: წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ კაპანაძე; დეკანოზი დავით ციცქიშვილი და მღვდელი ზაქარია შონია.

მასალა ეკუთვნის ქეთი ჭელიძეს

საქ. ტაძრები | ნანახია: 493 | დაამატა: გელა | თარიღი: 15.09.2015 | კომენტარი (0)


1-1 2-2 3-3 4-4